Monday, July 14, 2014

მეცხრე დღე

ვაშა!!!!
დავამთავრე მუშაობა. ძააალიან კმაყოფილი ვარ!
უღრმესი მადლობა დათო მასწავლებელს და ტრენინგის ორგანიზატორებს!
ნახვამდის!

Thursday, July 10, 2014

მეშვიდე დღე

ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე (სასწავლო პროცედურებიდიფერენცირებული სწავლება),  ასევე მოსწავლის ნიმუშზე, მივიღეთ მითითებები შეფასებების რუბრიკების მოსამზადებლად და ასატვირთად...

Tuesday, July 8, 2014

მეექვსე დღე

შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზზე, საბაზისო უნარ-ჩვევებზე, სასწავლო პროცედურებზე ვიმუშავეთ, დავიწყე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა.
შენიშვნები, მითითებები, ტექნიკური წვრილმანების განხილვები....
დატვირთული, დამღლელი და სასარგებლო დღე იყო......
დიდი მადლობა დათოს....

Saturday, July 5, 2014

მეხუთე დღე

ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. ვისწავლე ბუკლეტის გაკეთება, ატვირთვა და გაზიარება. პარალელურად უამრავი ტექნიკური დეტალი გავარჩიეთ. ვისწავლეთ საქაღალდეებისა და ფაილების გამოქვეყნება. ვიმუშავეთ შეფასებებზე. ძალიან დავიღალე, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ჩვენს კეთილ და მომთმენ ტრენერს....

Thursday, July 3, 2014

მეოთხე დღე

პროექტის გეგმის წერა წინ მიიწევს. ახალ-ახალი იდეები მებადება... სახლში პროექტის შინაარსში რაღაც-რაღაცეებს შევცვლი...

ვისწავლეთ Google drive-ში მუშაობა... ძალიან კარგია... ხშირად გამოვიყენებ...

მესამე დღე

ვისწავლეთ ბუკლეტის მომზადება... გული დამწყდა ადრე რომ არ ვიცოდი. დამჭირდა, ძალიან ბევრი ვიწვალე და მოსაწონი მაინც არ გამომივიდა. მომავალში უფრო კარგ ბუკლეტებს შევქმნი (ჩემს შვილსაც ხშირად სჭირდება სკოლაში და მასაც ვასწავლი, ძალიან გაეხარდება...)