Monday, July 14, 2014

მეცხრე დღე

ვაშა!!!!
დავამთავრე მუშაობა. ძააალიან კმაყოფილი ვარ!
უღრმესი მადლობა დათო მასწავლებელს და ტრენინგის ორგანიზატორებს!
ნახვამდის!

Thursday, July 10, 2014

მეშვიდე დღე

ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე (სასწავლო პროცედურებიდიფერენცირებული სწავლება),  ასევე მოსწავლის ნიმუშზე, მივიღეთ მითითებები შეფასებების რუბრიკების მოსამზადებლად და ასატვირთად...

Tuesday, July 8, 2014

მეექვსე დღე

შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზზე, საბაზისო უნარ-ჩვევებზე, სასწავლო პროცედურებზე ვიმუშავეთ, დავიწყე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა.
შენიშვნები, მითითებები, ტექნიკური წვრილმანების განხილვები....
დატვირთული, დამღლელი და სასარგებლო დღე იყო......
დიდი მადლობა დათოს....

Saturday, July 5, 2014

მეხუთე დღე

ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. ვისწავლე ბუკლეტის გაკეთება, ატვირთვა და გაზიარება. პარალელურად უამრავი ტექნიკური დეტალი გავარჩიეთ. ვისწავლეთ საქაღალდეებისა და ფაილების გამოქვეყნება. ვიმუშავეთ შეფასებებზე. ძალიან დავიღალე, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ჩვენს კეთილ და მომთმენ ტრენერს....

Thursday, July 3, 2014

მეოთხე დღე

პროექტის გეგმის წერა წინ მიიწევს. ახალ-ახალი იდეები მებადება... სახლში პროექტის შინაარსში რაღაც-რაღაცეებს შევცვლი...

ვისწავლეთ Google drive-ში მუშაობა... ძალიან კარგია... ხშირად გამოვიყენებ...

მესამე დღე

ვისწავლეთ ბუკლეტის მომზადება... გული დამწყდა ადრე რომ არ ვიცოდი. დამჭირდა, ძალიან ბევრი ვიწვალე და მოსაწონი მაინც არ გამომივიდა. მომავალში უფრო კარგ ბუკლეტებს შევქმნი (ჩემს შვილსაც ხშირად სჭირდება სკოლაში და მასაც ვასწავლი, ძალიან გაეხარდება...)

Monday, June 30, 2014

მეორე დღე

ვისწავლეთ (უფრო სწორად,გავიხსენეთ ბლოგის შექმნა), ვიწყებთ პროექტზე მუშაობას,იმედია გამომივა....

Thursday, June 26, 2014

რეფლექსია - პირველი დღე

ტრენინგზე მოვედით დიდი ენთუზიაზმით, ვინაიდან ტრენერი ისევ ჩვენი დათო ჯანიაშვილია, ეს კი კარგი ტრენინგის მომასწავებელია, იმედია ბევრ კარგ, ახალ და სასარგებლო ინფორმაციას მივიღებთ.

გავეცანით ტრენინგის მიზანს და შინაარსს, მომეწონა, პროექტის წერასთან დაკავშირებით სულ მქონდა პრობლემები, იმედია ტრენინგი ძალიან დამეხმარება...

სამწუხაროდ ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო ცოტა მოვიწყინე და დავიღალე, მაგრამ  სასარგებლო რჩევები და მითითებები გვახალისებს.

იმედია ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება.....